თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. უცნობმა პირებმა ნიგერიის წყლებში ნავთობის ტანკერიდან ქართველი და რუსი მეზღვაურების ჯგუფი მძევლად აიყვანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი სააგენტო „ასოშიეითედ პრესზე“ დაყრდნობით, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში დანიის საკონსულტაციო კომპანიის RiskIntelligence დირექტორის დირკ სტეფენის სიტყვებს ციტირებს.
ცნობილია, რომ ბერძნული კომპანიის კუთვნილი ტანკერი MTLeonDias ბოევიკებმა გასულ კვირაში აიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, ქართველი მეზღვაურები, ასევე რუსეთისა და ფილიპინების მოქალაქეები გამოსასყიდის მიღების მიზნით ჰყავთ დაკავებული, აღნიშნულია განცხადებაში.