საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა სპეციალური ფოტოკორესპონდენტის ვალერი მელნიკოვის ვიდეოპროექტი „უკრაინის შავი დღეები“ წარმოადგინა, რომელშიც ფოტოგრაფი ანდრეი ლიუბიმოვი მონაწილეობს.
პროექტი ვალერი მელნიკოვის ამავე სახელწოდების ფოტოების სერიის საფუძველზე შეიქმნა, რომელმაც ორესტიჟული საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვა, ისეთები, როგორიცაა World Report Award 2015, Visual Storytelling Awards 2015, Sony WPA 2015, Days Japan International Photo Journalism Award 2015 და სხვები.
ვალერი მელნიკოვმა ფოტოები ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ზაფხულში გადაიღო, რომელზეც უკრაინის ისტორიის დრამატული მოვლენებია აღბეჭდილი.