ლეგენდარული "სუხიშვილები " - სამივე თაობის რეპეტიცია

გამოწერა

„სუხიშვილების“ ანსამბლმა, რომელსაც ნაციონალური ბალეტის სტატუსი აქვს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მსოფლიო დიდებას მიაღწია. იხილეთ ანსამბლის წევრების ერთი სარეპეტიციო დღე.

„სუხიშვილების“ ისტორია 1945 წლიდან იწყება. მისი დამაარსებლები ცოლ-ქმარი — ილიკო სუხისშვილი (1907-1985) და ნინო რამიშვილი (1910-2000) არიან, რომლებმაც ომის შემდეგ ქართული ფოლკლორის განვითარება დაიწყეს.

1984 წელს ანსამბლი ევროპაში პირველ გასტროლზე წავიდა, რის შემდეგად მოწვევები სხვადასხვა ქვეყნებიდან რეგულარულად მოდიოდა.

„სუხიშვილების“ მეორე თაობას ილიკოსა და ნინოს შვილი — თენგიზ სუხიშვილი (1938-2007) და მისი მეუღლე ინგა წარმოადგენდნენ. 1969 წელს თენგიზ სუხიშვილი ანსამბლის ქორეოგრაფი გახდა, ხოლო 1985 წელს — დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი (უმცროსი), ხოლო დირექტორი — ნინო სუხიშვილია. ისინი მესამე თაობას წარმოადგენენ. ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ ქართული ცეკვის რეფორმა განახორციელეს და იგი ე.წ. „მოდერნ-ბალეტს“ დაუახლოვეს. ეს ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიაა — ყველა დადგმული ცეკვის საფუძველი ქართული ფოლკლორია.


ყველა ახალი ამბავი
0