ქართველ მოჭიდავეებს ცხრა ოლიმპიური ლიცენზიის მიღების იმედი აქვთ

© photo : courtesy of Radio Jako FMმანუჩარ კვირკველია
მანუჩარ კვირკველია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე უკვე მოიპოვეს 14 ლიცენზია, აქედან ოთხი - საქართველოს ჭიდაობის ნაკრებმა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ბრაზილიაში ოლიმპიადაზე ცხრა ლიცენზიას მოიპოვებს, განაცხადა 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ, იუწყება Jako.fm.

ამჟამად საქართველოს ნაკრებს ოთხი ლიცენზია აქვს — ოთხივე თავისუფალ ჭიდაობაში. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მიიღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (-57 კგ), სანდრო ამინაშვილმა (-86 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (-97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ).

კვირკველიას განცხადებით, წელს კიდევ სამი ტურნირი ჩატარდება, სადაც ქართველი მოჭიდავეები სალიცენზიო ქულებისა და რიოში საგზურის  მოპოვებას შეეცდებიან.

2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მიიღო. აქედან ექვსი მოჭიდავეებზე მოდის: ვერცხლი და ბრინჯაო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო — თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

ქართველმა სპორტსმენებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე უკვე მოიპოვეს 14 ლიცენზია. ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში 5-დან 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0