აბურჯანია „ხიმნასტიკს“ 150 ათასი ევრო დაუჯდა

© gimnasticdetarragona.comგიორგი აბურჯანია
გიორგი აბურჯანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბურჯანია „ხიმნასტიკში“კვიპროსის „ანორტოსისიდან“მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მისი დებიუტი ახალ გუნდში „ტენერიფეს“ წინააღმდეგ უკვე შედგა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია „ხიმნასტიკს“ ტარაგონიდან 150 ათასი ევრო დაუჯდა, იუწყება ესპანური გამოცემა LaNuevaEspana.

21 წელს ფეხბურთელს „ხიმნასტიკის“ შემადგენლობაში დებიუტი გასულ  კვირაში ჰქონდა, ის  „ტენერიფეს“ წინააღმდეგ მატჩში მინდორზე 73-ე წუთზე გავიდა.

აბურჯანია „ხიმნასტიკში“ ამა წლის იანვარში გადავიდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 2,5 წელზეა გათვლილი.

ბოლო წელიწადნახევარი ფეხბურთელი კვიპროსის „ანორტოსისში“  თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში აბურჯანიამ 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

„ხიმნასტიკი“ ესპანეთის მეორე ლიგაში გამოდის. ჩატარებული XXIII ტურის შემდეგ კლუბი მეექვსე ადგილზეა და აქტივში 37 ქულა აქვს.

ქართველი ლეგიონერების წარმატებებისა და წარუმტებლობების შესახებ იხილეთ სპეცპროექტში „ქართული ფეხბურთის სადაგი დღეები ევროპაში“.


ყველა ახალი ამბავი
0