თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა გუდაურის მახლობლად დაკარგული ორი პოლონელი ტურისტი იპოვეს.
ტურისტებს თხილამურებით დაშვებისას, გზა აერიათ, თუმცა მათ „112“-ის სამაშველო სამსახურთან დაკავშირება მოახერხეს.
„გუდაურთან ახლოს მაშველებმა ორი ტურისტი იპოვეს, რომელთაც გზა არეოდათ, ისინი უკვე გუდაურში ჩამოიყვანეს“, — განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
გუდაური —კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი განვითარებული კურორტია, სადაც სათხილამურო სეზონი დეკემბერში იხსნება და აპრილამდე გრძელდება.