გოგონათა ტრიო „მანდილმა“ ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც მსმენელში ძალზე პოპულარული გახდა. იხილეთ ვიდეო და დატკბით მათი შესრულებით.
ანა ჭინჭარაულმა, თათია მგელაძემ და შორენა ცისკარაულმა ვიდეო-სელფი დათოვლილ მთებში — ჩოხებში გამოწყობილებმა გადაიღეს.
ტრიო „მანდილი“ საქართველოში 2014 წელს, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეოს მეშვეობით გახდა პოპულარული. ვიდეო-რგოლის ჩაწერიდან ორი კვირის შემდეგ, რომელშიც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას ასრულებენ, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ვიდეო ცხვარიჭამიაშია გადაღბული, სადაც ანა და თათია შორენასთან აგარაკზე იმყოფებოდნენ სტუმრად. ისინი სოფლის შარაგზაზე მღეროდნენ, თათიამ კი ვიდეო-სელფი გადაიღო.