ლგბტ პირთა დამცველი დეპუტატებს კომპრომატით ემუქრება

© Личный архив Г. Татишвилиგიორგი ტატიშვილი
გიორგი ტატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, უფლებადამცველის განცხადებით მასზე ზეწოლა პარლამენტის დეპუტატებმა დაიწყეს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ლგბტ პირების უფლებადამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ზეწოლაში დაადანაშაულა და მათ კომპრომატის გავრცელებით დაემუქრა.

ტატიშვილი საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას ითხოვს, ამისთვის მან სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შემდეგ, როგორც ტატიშვილი ირწმუნება, მთავრობის ზოგიერთმა წევრმა და დეპუტატების ნაწილმა მასზე ზეწოლა დაიწყო.

„მინდა განვაცხადო, ძვირფასო დეპუტატებო, რომ, როგორც არ უნდა გაიზარდოს თქვენი რეიტინგები, ალბათ, გავიწყდებათ თქვენი სექს-თავგადასავლები და ისტორიები, რომლებსაც თქვენი კარიერისა და რეიტინგის განადგურება შეუძლია… ნუ ეცდებით ჩემს კრიტიკას და ლაფში ამოსვრას, რადგანაც ეს შეიძლება ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ“, — განაცხადა ტატიშვილმა სააგენტო „ნოვოსტი გრუზიასთან“ ინტერვიუში. 

გარდა ამისა, ტატიშვილი 2016 წლის მაისამდე საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ სამი სარჩელის შეტანას აპირებს, რომლებიც, მისი აზრით, მწვავე დისკუსიას გამოიწვევს.

ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთხოვნით მიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0