ქართველმა და ჩინელმა სტუდენტებმა ჩინური ახალი წელი იზეიმეს, რომელიც წელს 8 თებერვალს დადგება.
სადღესასწაულო საღამო, რომელიც ჩინურ ახალ წელს ეძღვნებოდა, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა. საღამოს ჩინეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუდენტებმა ჩინური სიმღერები, ცეკვები შეასრულეს. ასევე შედგა იმ სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლა, რომლებიც უშუსა და ჩინური ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობას მისდევენ. მოწვეულ სტუმრებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სტუდენტების ხილვამ.

1/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ჩინელი სტუდენტი წარმოადგენს შოუს დრაკონით

2/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ცეკვა ჩინური მუსიკის თანხლებით, მიძღვნილი ჩინური ახალი წლისადმი

3/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
საზეიმო საღამოს მონაწილე სტუმრებს აღმოსავლური ორთაბრძოლის ელემენტებს წარმოუდგენს

4/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ნორჩი სპორტსმენებისა და მათი აღმზრდელების საჩვენებელი გამოსვლა

5/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
სტუდენტებმა სტუმრების წინაშე ბევრჯერ იცეკვეს, მაგრამ მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია ამ წყვილის ცეკვამ გამოიწვია

6/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
საღამოს მონაწილემ ჩინური მუსიკის თანხლებით შეასრულა ეს ნომერი

7/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
სინქრონულმა ცეკვამ მაყურებელი მონუსხა

8/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ჩინელმა სტუდენტმა გოგონამ ახალი წლისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა

9/9
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ქართველი სტუდენტები ასრულებენ სიმღერას ჩინურ ენაზე, მათ უკან კი წყვილი ცეკვავს