საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყველაზე რთულ საკითხებს შეეხება

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას ძირითად ყურადღებას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილებს, ასევე შეეხება არჩევნების თემას და საგარეო და შინა პოლიტიკის საკითხებს.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
„SPUTNIK საქართველო“ პრეზიდენტის გამოსვლის ონლაინ ტრანსლაციას განახორციელებს

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა ოთხშაბათს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველი პლენარული სხდომისას გაიმართება.

„ჩემი გამოსვლის მთავარი თემა იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ემოციურად ყველაზე მძიმე და აქტუალური საკითხი — ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ყველა საკითხის, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების გამტკიცების წინაპირობაა“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.

გარდა ამისა, თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებსაც შეეხება.

„ყურადღება ასევე გამახვილდება მომავალ არჩევნებზე — ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოცდაზე, რომელიც უნდა ჩავაბაროთ“, — დასძინა მან.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტობრივ ონლაინ ტრანსლაცია იხილეთ ოთხშაბათს, რეალურ დროში ვებგვერდზე Sputnik.


ყველა ახალი ამბავი
0