თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პერსონალურ გამოფენას 28 წლის თბილისელი მარია ზაკრანჟევსკაია სანკტ-პეტერბურგის XX-XXI საუკუნეების ხელოვნების მუზეუმში გამართავს, რომელიც პარასკევს იხსნება. ამის თაობაზე Sputnik-ს თავად მხატვარმა აცნობა.
ექსპოზიციაზე, რომლის სახელწოდებაცაა „არიადნეს ძაფი“, წარმოდგენილი იქნება ოსტატის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და ასევე ტექსტილისგან დამზადებული ნაკეთობები.
„ეს არატრადიციული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებია, რომლებიც დაახლოებით 2006-2016 წლებშია შექმნილი. თითოეულ ნამუშევარს ინდივიდუალურად შესაბამისად, განსხვავებული შთაგონებით ვუდგებოდი. მაგრამ მათ გარემომცველი სამყაროს აღქმის უხილავი ძაფი აერთიანებთ — ქალაქების მიმართ სიყვარული, ადამიანი, როგორც მისი ხატება და განწყობა პალეოლითისა და მაიას ტომების ხანიდან“, — ამბობს მარია ზაკრანჟევსკაია.
მარიკა ზაკრანჟევსკაია თბილისში დაიბადა. ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო მისი ოჯახი 1993 წელს სანქტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად.
მარიკასთვის სახვითი ხელოვნების სამყაროში პირველი ნაბიჯი — ეს კონკურს „პუშკინის ზღაპრებში“ მონაწილეობა იყო 1998 წელს. კონკურსზე მან პლასტელინისგან გამოძერწილი სკულპტურული ნამუშევარი წარადგინა, რომელსაც სახელდა „პუშკინი ზღაპრული გმირების გარემოცვაში“ ერქვა. მალე მარიკამ კუსტოდიევის სახელობის №10 სამხატვრო სკოლა დაამთავრა, ხოლო შემდეგ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტში „ინტერიერის ტექსტილის“ კურსი გაიარა.
ზაკრანჟევსკაიას ფერწერა, პორტრეტების გარდა, მოიცავს კომპოზიციებსა და სიუჟეტებს აღმოსავლურ და ეგზოტიკურ თემატიკაზე. მხატვარი ასევე იყენებს ხატვისა და ტექსტურის ეფექტის შერეულ ტექნიკას.
ამას გარდა, მხატვარი სხვადასხვა ფიგურებსამზადებს თექისდა ტილოს ქსოვილისგან, რაც ზაკრანჟევსკაიას სიუჟეტების ელემენტებია. ქმნის ქალაქების სტილიზებულ ხედებსა და პეიზაჟებს, ნატურმორტებსა და ყვავილებს, ადამიანების პორტრეტებსა და ცხოველების სურათებს.
ოსტატი კომპოზიციების შესაქმნელად განსხვავებულ მასალებს იყენებს: ტყავს, ბამბის ქსოვილს, ბაგირის ძაფსა და შალის ბოჭკოს. ყოველივე ეს მხატვრის ნამუშევრებს მოცულობით და კონტრასტულ ეფექტს სძენს.
ამჟამად ზაკრანჟევსკაია სადიზაინერო კომპანია „GlobalDesignCompany-ს ხელმძღვანელობს და ტანსაცმლის კონსტრუირებისა და მოდელირების კურსსაც კითხულობს.
2006 წლიდან მარიკა ზაკრანჟევსკაიას ათზე მეტი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა რუსეთში, სამშობლოში კი ჯერ არ გამოფენილა. არადა, როგორც ამბობს, ეს მისი დიდი სურვილია.
თბილისელი მხატვარი ქალის უახლოეს გეგმებშია გამოფენები ნიუ-იორკსა და ბერლინში.
სანქტ-პეტერბურგის XX-XXI საუკუნეების ხელოვნების მუზეუმში მარია ზაკრანჟევსკაიას გამოფენის პარალელურად გაიმართება შემოქმედებითი შეხვედრები, მასტერკლასები, ექსკურსიები, ლექციები და დეფილე.
გამოფენა „არიადნეს ძაფი“ 2016 2016 წლის 6 მარტამდე გასტანს.