თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცავებმა თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე 1969 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მეჰრან რ.. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული 1,36154 გრ ჰეროინი და 5,76 გრ ტრამადოლის შემცველი 24 აბი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას — 66 შეკვრად დაფასოებული 24,67 გრ ჰეროინი ამოიღეს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მეჰრან რ.-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).