ელჩი: "სამხრეთის გაზის დერეფანი" ბაზრის შემცირებას აიტანს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები, ბაქო.
მსოფლიოს ქალაქები, ბაქო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზის პროექტს უკვე ჰყავს მყიდველები. მასზე ინვესტორების მიერ გამოყოფილია თანხა, განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში ელინ სულეიმანოვმა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“ შეძლებს წინააღმდეგომა გაუწიოს შემცირებულ ენერგეტიკულ ბაზარს და დაბალ ფასებს, განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში ელინ სულეიმანოვმა. 

„ჩვენს გაზის პროექტს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე ჰყავს მყიდველი, მასზე გამოყოფილია თანხები, ყავს ინვესტორი“, — უთხრა ელჩმა Sputnik Азербайджан-ს და აღნიშნა, რომ „არ არის მოსალოდნელი“ რომ ბაზრის პირობები გავლენას მოახდენენ პროექტის განვითარებაზე. 

„სამხრეთის გაზის დერეფანი“ 2019 წლისათვის ითვალისწინებს გაზსადენების სისტემის მშენებლობას TANAP-TAP აზერბაიჯანული საბადო „შაჰ-დენიზიდან“ საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის სამხრეთის მიმართულებით. მისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მილიარდი კუბამეტრია. 


ყველა ახალი ამბავი
0