მინსკში გამართულ ბრეიკ-დანსის მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც „Sputnik ბელარუსს“ შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„ძალიან მომწონს ფესტივალის ორგანიზება, ყველა მობილიზებულია, ყველაფერი დროულად ხდება“, — განაცხადა ქართველმა მონაწილემ და დასძინა, რომ მინსკში გამოცდილების მისაღებად ჩავიდა.
„ძალზე ძლიერი კონკურსანტები არიან, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის მიღების დიდი გამოცდილება აქვთ. ყველაზე მეტად რუსეთის წარმომადგენელი დამამახსოვრდა, რომელიც ჩემსავით, ნახევარფინალში გავიდა“, — აღნიშნა Sputnik-თან საუბრისას მოცეკვავემ.
ფესტივალმა შვიდი ქვეყნიდან დაახლოებით 400-მდე მოცეკვავე შეკრიბა, პირველ ადგილზე გასულმა მსოფლიო პირველობის ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, რომელიც მარსელში 5 მარტს გაიმართება. მოცეკვავეები ერთმანეთს სამ ნომინაციაში — „ ჯგუფი 8-8“, „სოლო 12 წლამდე ასაკის ბავშვებში“ და „სოლო“ შეეჯიბრნენ.