თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიური ბრენდის Giorgio Armani-ს პრეტ-ა-პორტე ხაზის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე გახდა.
Armani Collezioni იტალიური მოდის სახლის Giorgio Armani-ს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ხაზია. ლუქსის კლასის ეს მარკა მამაკაცთა და ქალთა პირველი კლასის ტანსაცმელს წარმოადგენს. ცნობილმა კუტურიემ ის 1979 წელს შექმნა და ამჟამად Armani Collezioni-ს ბრენდის ნივთებს მოდის კლასიკას უწოდებენ.
„ძალიან მიხარია განვაცხადო, რომ Armani Collezioni-ს ახალი სახე ვარ. როგორც იქნა! ოცნებები ხდება“, — წერს ჩვიდმეტი წლის მოდელი „ფეისბუქის“ გვერდზე. მოდელის ფოტოების ნახვა Armani Collezioni-ს საიტზე უკვე შესაძლებელია.
თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. იანვარში ის პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობდა.
HauteCouture-ს ჩვენებაზე ის ცნობილი ლიბანელი კუტიურეს ზუჰაირ მურადის (ZuhairMurad) სამოსით გამოვიდა. მანამდე, 2015 წლის ოქტომბერში ნაცვლიშვილი მისი საქორწინო კოლექციის სახე გახდა. თაკო ნაცვლიშვილი მოდელისა და საქართველოში სამოდელო სააგენტო LookModels-ის დამფუძნებლის ნინო ცქიტიშვილის შვილია. თაკო მონაწილეობდა ისეთი ცნობილი მოდელიერების ჩვენებებში, როგორებიც არიან ElieSaab, Versace, ChristianDior, Giorgiо Armani, Dolce&Gabbana, YohjiYamamoto, ErmannoScervino, Moncler, AntonioBerardiდაRolandMouret. გარდა ამისა, ის ამშვენებდა მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალების Vogue-სადაHarper’sBazaar-ის გარეკანებს.