საქართველოში მოსალოდნელია დათბობა

გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის აწევას გვპირდებიან.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის აწევას გვპირდებიან, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

ორშაბათს თბილი და მშრალი ამინდი შენარჩუნდება. სამშაბათს ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთებში — თოვლი, მაღალ მთებში მოსალოდნელია ქარბუქი და დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. 

ოთხშაბათიდან შაბათამდე ამინდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ჰაერი პლუს 13-18 გრადუსამდე გათბება, უნალექოდ. 

შაბათიდან მოსალოდნელია წვიმები, მთებში თოვლი. კვირიდან კი ამინდი კვლავ გამოვა. 


ყველა ახალი ამბავი
0