ცნობილი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოვა

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიფრედერიკ ბეგბედერი
ფრედერიკ ბეგბედერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრედერიკ ბეგბედერს სრულიად დამსახურებული აღიარება მოუტანა რომანებმა: „უგუნური ახალგაზრდა მამაკაცის მოგონებები“ (1990), „არდადეგები კომაში“ (1995), „სიყვარული სამ წელს ცოცხლობს“ (1997), „რომანტიული ეგოისტი“ და „99 ფრანკი“, რომლებიც 200 წელს საფრანგეთში ბესტსელერებად იქცა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. გახმაურებული რომანების — „99 ფრანკისა“ და „სიყვარული სამ წელს ცოცხლობს“ ავტორი, ცნობილი ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს ეწვევა. 

ეს ინფორმაცია პარიზში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა ოლგა ბაბლუანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განათავსა. 

ბეგბედერისაქართველოში ჩამოვა, რათა ინტერვიუ მისცეს ჟურნალ „12-ს“, რომელშიც ძველ საფრანგეთზე, წარსულში კოკაინით გატაცებასა და სიყვარულზე ისაუბრებს, — აღნიშნავს მსახიობი ქალბატონი. 

პოპულარული ფრანგი მწერლის თბილისში ჩამოსვლის თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ბაბლუანის თქმით, ამ დროისათვის ბეგბედერი ახალ ფილმზე მუშაობს. 

ფრედერიკ ბეგბედერი პარიზთან ახლოს, ქალაქ ნიოიი-სურ-სენში დაიბადა. 

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციების უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულმა ბეგბედერმა მუშაობა მსხვილ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო კოპირაიტერად, პარალელურად კი პოპულარულ ჟურნალებთან Elle, ParisMatch, VoiciouencoreVSDთან თანამშრომლობდა ლიტერატურული კრიტიკოსის რანგში. 

რომან „99 ფრანკის“ გამოსვლიდან მოკლე ხანში (რომელსაც შემდეგში „14,99 ევრო“ ეწოდა) ბეგბედერიYoungandRubicam-დან გაათავისუფლეს. 

ამის შემდეგ ბეგბედერი უფასო კონსულტანტად მუშაობდა ფრანგ პოლიტიკოსთან, რობერ იუსთან 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. 2003 წლის იანვარში საგამომცემლო ჯგუფმა Flammarionბეგბედერს რედაქტორის ადგილი შესთავაზა. 

ფრედერიკ ბეგბედერს სრულიად დამსახურებული აღიარება მოუტანა რომანებმა: „უგუნური ახალგაზრდა მამაკაცის მოგონებები“ (1990), „არდადეგები კომაში“ (1995), „სიყვარული სამ წელს ცოცხლობს“ (1997), „რომანტიული ეგოისტი“ და „99 ფრანკი“, რომლებიც 200 წელს საფრანგეთში ბესტსელერებად იქცა. 

ამას გარდა, ბეგბედერმა კინემატოგრაფშიც მოსინჯა ძალები. მან ეპიზოდური როლი შეასრულა პორნოგრაფიულ ფილმში „მენავის ქალიშვილი“. 


ყველა ახალი ამბავი
0