6 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" გაიხსნა. ახალი დადგმის რეჟისორი გიზო... 31.01.2016-ს, Sputnik საქართველო
6 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" გაიხსნა. ახალი დადგმის რეჟისორი გიზო ჟორდანია გახლავთ. მთავარი პარტიები მსოფლიოში სახელგანთქმულმა ოპერის მომღერლებმა ლადო ათანელმა და თამარ ივერმა შეასრულეს.
ოპერის ძირითადი მოქმედება იმ დეკორაციის გარშემო ვითარდებოდა, რომელსაც სასიკვდილო სარეცელის ფუნქცია ჰქონდა და რომლის თავდაპირველმა სახემ სოციალურ ქსელებში სკანდალური რეაქცია გამოიწვია.
"აბესალომ და ეთარის" მოქმედება ძველ საქართველოში ხდება. მეფისწულ აბესალომს ობოლი გოგონა - ეთერი შეუყვარდება და ცოლად ირთავს. მაგრამ მისი ვეზირი მურმანი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დააშოროს ერთმანეთს შეყვარებულები და თავად ირთავს ეთერს. ამბავს ტრაგიკული დასასრული აქვს.
უბედური სიყვარულის გამო ჯერ აბესალომი იღუპება, შემდეგ კი ამის გამო თავს იკლავს ეთერი. შეყვარებულებს ერთად დაკრძალავენ. ვერაგი მურმანი კი მათ შორის დაიდებს საფლავს და ორ ვარდს შორის ეკლად ამოდის.
„აბესალომ და ეთერში“ ერთმანეთს ერწყმის დრამატიზმი, სიუჟეტის ემოციური დაძაბულობა და ეპიკურობა. ოპერის მუსიკა ქართული ხალხური სიმღერების მკაცრი დიდებულებით არის გამსჭვალული. მოქმედება ნელი და დინამიურია. ლირიკულ ეპიზოდებს თან ახლავს ხალხური ცეკვები, გუნდური სიმღერა, მოქმედებები რომლებიც ცოცხლად წარმოსახავს ძველ ქართულ ეპოსს.