პოლიციამ ინტერპოლით სექსუალური ძალადობის გამო ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

© фото - public domainხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პოლიციამ სომხეთთან საზღვარზე თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც სამშობლოში სექსუალური ძალადობის გამო იძებნება.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს პოლიციამ სომხეთთან საზღვარზე თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც ინტერპოლით თურქეთის ხელისუფლების მიერ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო იძებნება, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ძებნილი მოქალაქე საქართველოდან სომხეთში გასვლას „სადახლოს“ გამშვები პუნქტით ცდილობდა. 

ძებნილი მარნეულის რაიონის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს. დაკავებულის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები ტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0