თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანია RT-სა და საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня"-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა მაკეინის ინსტიტუტისა და ამერიკული ორგანიზაცია Freedom House-ს ექსპრეზიდენტის დევიდ კრამერის განცხადებაზე, რომელიც RT —სა და Sputnik-ის დახურვას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა.
მანამდე კრამერმა ორი საშუალება დაასახელა, რომელიც „რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას“ შეეწინააღმდეგებოდა. მისი სიტყვებით, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ამ მედიასაშუალებების აქტივების გამოძიებით, კერძოდ, თუ საიდან ფინანსდება და რამდენია მათი ბიუჯეტი — „არა იმისთვის, რასაც ისინი აქვეყნებენ, არამედ იმისთვის, თუ საიდან იღებენ ისინი თანხას“. ამ ზომას კრამერი „აგრესიულ თავდასხმას“ უწოდებს. მეორე ვარიანტი - იმ მედიასაშუალებების ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც გათვლილია როგორც რუსულ აუდიტორიაზე ისე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებზე.
„ბატონი კრამერი არ იღლება განცხადებების კეთებით. ჩვენ უნდა დაგვხურონ რადგან სახელმწიფო დაფინანსებას ვიღებთ, მაგრამ ამერიკულ მედიასაშუალებებს, რომლებიც ჩვენზე ოთხჯერ უფრო დიდ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, მათ თანხა პირიქით უნდა გაუზარდონ. კურდღლები“, — განაცხადა სიმონიანმა კრამერის წინადადებასთან დაკავშირებით.
"კრამერის წინადადება სიტყვის თავისუფლების ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ვითარებას ის ართულებს, რომ ამ განცხადებას ლიტვაში Freedom House —ის ექსპრეზიდენტი აკეთბს. Sputnik-ი — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო, რომელიც 30 ენაზე მაუწყებლობს. Sputnik-ი ს რედაქცია კანონის შესაბამისად საქმიანობს“, — ნათქვამია Sputnik-ის მიერ გაკეთებულ კომენტარში,