თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთათვის საზღვარგარეთის პასპორტების გაცემის პროცედურებს გაართულებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დღეს არასრულწლოვანს საზღვარგარეთის პასპორტის მიღება ორივე მშობლის თანხმობის საფუძველზე შეუძლია, მშობლების გაშორების შემთხვევაში კი ერთი მათგანი მეორესგან ბავშვის უცხოეთში გაყვანისთვის თანხმობას ღებულობს.
„ჩვენ შემოგვაქვს ვალდებულება მშობლებისთვის − როდესაც ისინი აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს იმის შესახებ, რომ პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი, და როდესაც არასრულწლოვანს სამგზავრო დოკუმენტს უმზადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ბავშვი შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი სიტყვებით, სამინისტროს დაგეგმილი აქვს გაართულოს უცხოეთში ბავშვის სამუდამოდ გაყვანის პროცედურები.
„ოროვე მშობლის თანხმობით აღებული პასპორტი შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მშობელი უკან გაიტანს თავის თანხმობას პასპორტის აღების შესახებ, — განაცხადა მინისტრმა.