დავით აღმაშენებლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავეცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ  გადაიეკეტება ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი.

„31 იანვრიდან დავით აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭოროხის ქუჩიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის ან მარცხენა სანაპიროს გავლით. ამასთან, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ქორწინების სახლიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით“, — იტყობინება უწყების პრესსამსახური.

სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.


ყველა ახალი ამბავი
0