თბილისში ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik.  თბილისში, მოსკოვის გამზირზე  ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან ოთხი მცირეწლოვანია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. 

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის 2 წევრი მსუბუქად არის მოწამლული. სამი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი ბავშვი კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


ყველა ახალი ამბავი
0