ავტომობილზე მიბმულ ბაგირზე მოჭიდებულებმა ორმა სნოუბორდისტმა ბათუმის ქუჩებში ისრიალეს. ნახეთ ვიდეო ექსტრემალებზე.
წელს ბათუმში თოვლმა ყველა რეკორდი მოხსნა — ქალაქში მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო, ქალაქის მუნიციპალური სამსახურები ქუჩების წმენდას ვერ ახერხებდნენ და ტროტუარებისა და გზების გაწმენდით სამუშაოებში პოლიციის ქვედანაყოფის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
ამავე დროს, ბათუმელებისათვის თოვლი არა მარტო პრობლემების, არამედ დიდი სიხარულისა და ემოციის მიზეზი გახდა. ქუჩებში უფროსები და პატარები დასეირნობდნენ, გუნდაობდნენ, ლამაზ პეიზაჟებს იღებდნენ, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები კი ცდილობდნენ თავიანთი იდეების რეალიზებას.