თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 30 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4719 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0252 ლარით გაიზარდა.
2016 წელს ეროვნულმა ბანკმა სამი აუქციონი გამართა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი დაცემას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ 30 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,6991 GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,5791 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4719 GEL
თურქული ლირა 1 – 0,8341 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,2488 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5338 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,0706 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 0,9713 GEL