ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი - დაშავდა

© Giorgi Balakhadzeპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები ზუგდიდისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენების - მძიმე. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს იკვლევენ.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 28-29 იანვრის ღამით სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი — დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავებულები ზუგდიდისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენების — მძიმე. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს იკვლევენ.

ავტოკატასტროფის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 


ყველა ახალი ამბავი
0