„რუსეთის ბანკმა“ წლიური 11%-ის დონეზე საკვანძო განაკვეთი შეინარჩუნა

© photo: Sputnik / Ilia Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცენტრალური ბანკი
რუსეთის ცენტრალური ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ნედლეულის ბაზარზე ვითარების გაუარესება რუსული ეკონომიკის შემდგომ ადაპტაციას მოითხოვს, აღნიშნულია „რუსეთის ბანკის“ განცხადებაში.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „რუსეთის ბანკის“ დირექტორთა საბჭომ პარასკევს წლიური 11%-ის დონეზე საკვანძო განაკვეთის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

ნავთობის ფასების შემცირების ახალი ტალღის ფონზე სამომხმარებლო ფასების ზრდის თვის ტემპები მაღალ დონეზე დასტაბილურდა. გაიზარდა ინფლაციის დაჩქარების რისკი. მსოფლიო ნედლეულის ბაზარზე ვითარების გაუარესება რუსული ეკონომიკის შემდგომ ადაპტაციას მოითხოვს, აღნიშნულია განცხადებაში.

მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით „რუსეთის ბანკი“ 2017 წლის იანვარში წლიური ინფლაციის შემცირებას 7%-ზე ნაკლებ დონემდედა 2017 წლის ბოლოსთვის — 4%-იან მიზნობრივ დონემდე პროგნოზირებს. ინფლაციური რისკების გაძლიერების შემთხვევაში, „რუსეთის ბანკი“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს.

თუ ნავთობის ფასები დაბალ დონეზე ხანგრძლივად გაგრძელდება, ეს ინფლაციური რისკების კიდევ უფრო დიდ გაზრდასა და რისკებს ფინანსური სტაბილურობისთვის, ასევე ახალი პირობებისათვის ეკონომიკის უფრო მასშტაბური ადაპტაციის აუცილებლობას გამოიწვევს. სამომხმარებლო ფასების ზრდის შენელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ასევე მაღალი ინფლაციური მოლოდინების ხანგრძლივ შენარჩუნებას შეუძლია. რისკების შესამცირებლად საჭირო იქნება საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილი დაბალნსებული საბიუჯეტო პოლიტიკა, აღნიშნავს ცენტრალური ბანკი.

ინფლაციური რისკების გაძლიერების შემთხვევაში „რუსეთის ბანკი“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს.


ყველა ახალი ამბავი
0