თბილისის ოპერის უხამსმა რეკვიზიტმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია

© photo: Sputnikრეპეტიციის კადრი ოპერიდან "აბესალომ და ეთერი"
რეპეტიციის კადრი ოპერიდან აბესალომ და ეთერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატელევიზიო სიუჟეტებიდან ფოტოებმა და სტოპ-კადრებმა ქართული ინტერნეტი მომენტალურად დაიპყრო, რასაც მომხმარებლის აღშფოთებული და მწვავე კომენტარები ახლდა თან.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ქართულ სოციალურ ქსელებში სკანდალი  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის კავკასიაში უძველესი   თეატრის გახსნის წინ აგორდა.

სოციალური ქსელების მომხმარებელი ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ ფინალურმა სცენამ აღაშფოთა, რომლითაც თეატრი სეზონს, რემონტის შემდეგ, ამ შაბათს ხსნის.

ჟურნალისტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები გაოცებულნი დარჩნენ აღმოჩენით, რომ ოპერის მთავარი გმირის აბესალომის „სასიკვდილო სარეცელი“ არის ქვა, რომელიც ძალზე წააგავს ჰორიზონტალურად მდებარე გიგანტურ ფალოსს. აქვე უნდა მოიკლას თავი აბესალომის სატრფომ — ეთერმა.

სატელევიზიო სიუჟეტებიდან რეპეტიციების ფოტოებმა და სტოპ-კადრებმა ქართული ინტერნეტი მომენტალურად დაიპყრო, რასაც მომხმარებლის აღშფოთებული და მწვავე კომენტარები ახლდა თან.

ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მომხმარებელს ურჩევენ, არ ეძებონ სიმბოლოები იქ, სადაც ის არ არის და მშვენიერი ოპერით დატკბნენ. თეატრში განაცხადეს, რომ „სასიკვდილო სარეცელს“ რეპეტიციებზე დაუსრულებელი სახით იყენებდნენ და პრემიერაზე ის აბსოლუტურად მისაღები ფორმით იქნება წარმოდგენილი.

„დეკორაციამ, რაზეც სოციალურ ქსელებში ყველა ლაპარაკობს, მხოლოდ ახლა — სპექტაკლის წინ მიიღო საბოლოო სახე. აქამდე მხოლოდ სამუშაო მდგომარეობაში იყო წარმოდგენილი. და ის იქნება გამოყენებული „აბესალომ და ეთერის“ ყველა პრემიერაზე“, — განუცხადა Sputnik-ს ოპერისა და ბალეტის თეატრის პიარ-მენეჯერმა მანანა ფაცურიამ. 


ყველა ახალი ამბავი
0