გრიპის გამო საქართველოში კიდევ 15 სკოლა დაიხურა

გამოწერა
ამ ეტაპზე ქვეყანაში 282 სკოლაშია სასწავლო პროცესი დახურული, რომლებშიც სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ვირუს H1N1–ის გავრცელების გამო საქართველოში კიდევ 15 სკოლაში შეჩერდა სასწავლო პროცესი. ახლა ქვეყანაში 282 სკოლაა დახურული, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით. 

დახურულ სკოლებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. 

გრიპის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია პირბადის გამოყენება - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ, როცა ქვეყანაში გრიპი მძვინვარებს — ექიმის რჩევები
 

2016 წლის დასაწყისიდან ვირუს H1N1–ის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის გართულების გამო ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო H3N2–ით — ერთი. 

ამ დროისათვის ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გამოყოფილია სამედიცინო ცენტრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან პაციენტებს. 

საქართველოსთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი — ეს ათას კაცზე 500 შემთხვევაა.  ამ დროისათვის ქვეყანაში ვირუსით დასნებოვნებულია ყოველ 100  ათას კაცზე 332 ადამიანი. ვირუსის პიკი, ექიმების თქმით, თებერვალში დადგება. 


ყველა ახალი ამბავი
0