კვირიკაშვილი: მაქსიმალურად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის მოვლენების გამოძიების თაობაზე.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად დაიცავს ქვეყნის ინტერესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, — განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს შტაბ ბინა - Sputnik საქართველო
2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გამოიძიებს
 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ იწყებს იმ დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც შესაძლოა მოხდა საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისას. საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს შეიტანა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ყველა ის მასალა, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, წარვუდგინოთ სასამართლოს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავიცვათ საქართველოს ინტერესები“, —განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ: მანამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ (Fatou Bensouda) პირობა დადო, რომ 2008 წლის მოვლენების გამოძიება იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. 


ყველა ახალი ამბავი
0