სვანური სოფლების თავსამკაული - სვანური კოშკი

© ვახო ნავერიანიკირით ნაგები, ცად აზიდული კოშკები სვანეთის სავიზიტო ბარათია
კირით ნაგები, ცად აზიდული კოშკები სვანეთის სავიზიტო ბარათია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მშვენება, მითებისა და ლეგენდების მხარე, ბუმბერაზი მთების სავანე - ამ ეპითეტებით მოიხსენიებენ სვანეთს ის ადამიანები, რომელთაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ბედნიერება საქართველოს ამ მართლაც ულამაზეს კუთხეს სწვეოდნენ.

სოფო კაკაჩია

სვანეთი უკვე დიდი ხანია ქართული და უცხოური ტურისტული თუ სპორტული მარშრუტების ერთ ერთი მთავარი ობიექტი გახდა, და არა მხოლოდ მისი განუმეორებელი, მართლაც საოცარი ბუნებრივი ლანდშაფტის გამო…Sputnik-ის ჟურნალისტს არქიტექტორი სოფო ლობჟანიძე სვანური სოფლების მთავარ სამკაულზე — სვანურ კოშკებზე უამბობს

© ვახო ნავერიანისვანური სოფლების თავსამკაული - სვანური კოშკი
სვანური  სოფლების  თავსამკაული  -  სვანური კოშკი   - Sputnik საქართველო
სვანური სოფლების თავსამკაული - სვანური კოშკი

კირით ნაგები, ცად აზიდული კოშკები დღეს სვანეთის სავიზიტო ბარათია. სვანური სოფლები მჭიდროდ, ჯგუფებადაა განლაგებული მთების ციცაბო ფერდებსა და ხეობების ძირში და ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტსა და პეიზაჟს.  სოფლებს ირგვლივ ულამაზესი  ბუმბერაზე მთები აკრავს  - თეთნეულდი, უშბა, შხარა, ლაღამი და ლალახვარი.

© ვახო ნავერიანისვანეთში ყველა გვარს საკუთარი კოშკი გაააჩნია
სვანეთში ყველა გვარს საკუთარი კოშკი გაააჩნია  - Sputnik საქართველო
სვანეთში ყველა გვარს საკუთარი კოშკი გაააჩნია

სვანეთში ყველა გვარს საკუთარი კოშკი გაააჩნია (ხერგიანები მუშკუდიანები და ა.შ) ამჟამად ისტორიულ თემებში 20-დან 100 კოშკამდეა შემორჩენილი. 

სოფო ლობჟანიძე: „კოშკი უპირველესად თავდაცვითი ნაგებობაა, კოშკები ისეთი ანგარიშით იგებოდა, რომ სხვა კომპლექსებთან ერთად ქმნიდა სოფლის კოლექტიურ თავდაცვით სისტემას. აღსანიშნავია, რომ სვანეთში გხვდება საცხოვრებლის რამდენიმე ტიპი, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს ქვის საცხოვრებლის ევოლუციას. ყველა კოშკს საკუთარი სახელი გააჩნია, მაგალითად ათმურზაშა, ყუდუშ ჟიბშარეშ, სოხაშა, ჩვიბარეში, ფუთაშა, მულახის მაცხოვარი კოშკი, ნინაუშა და სხვა. კოშკების მშენებლობაში გამოიყენებოდა რიყის ქვა და ლოდები. სვანეთში პირველი კოშკი მე 8-9 საუკუნეში  გვხვდება და  ბოლო კოშკი მე–18 საუკუნეში აშენდა. უშგულშია დაცული საერთო-სათავდაცვო დანიშნულების კოშკებიც, ისინი თამარ მეფის სახელს უკავშირდება. ესაა სოფლის სამხრეთით მდგარი XII-XIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული.“

© ვახო ნავერიანისვანეთი, უშგული
სვანეთი, უშგული - Sputnik საქართველო
სვანეთი, უშგული

თუმცა, არის კოშკების კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც დღესაც ასრულებს თავის დანიშნულებას. კოშკი თავისი უსაძირკვლო კონსტრუქციით იდეალურად შეეფერება სეისმურად აქტიურ რეგიონს, ხოლო  განლაგება ფერდობის მიმართ ისეა გათვლილი რომ ზვავებისა და მეწყერებისგან იცავს ძირითად საცხოვრებელს. ბუნების სილამაზე, გამორჩეული თვითმყოფადობა, მისი სულიერი და მატერიალურ კულტურა  მიმზიდველს ხდის სვანეთს წელიწადის ოთხივე დროს, ტურიზმის ყველანაირი სახის მიმდევართათვის: კულტურული, ეკოლოგიური, საცხენოსო,  სამთო-სათხილამურო და ექსტრემალური ტურიზმისათვის — სვანეთი ნამდვილი ედემია. 

© ვახო ნავერიანიკოშკები - სვანური სოფლების ამაყი მცველები
კოშკები - სვანური სოფლების ამაყი მცველები - Sputnik საქართველო
კოშკები - სვანური სოფლების ამაყი მცველები

სოფო ლობჟანიძე: „ზემო სვანეთში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება ბევრად სცილდება საქარველოს ფარგლებს და მსოფლიო მნიშვნელობას იძენს. ჯერ კიდევ მე-20 ს-ის II ნახევარში, საქართველოს ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი ზემო სვანეთის არა მხოლოდ ცალკეული ძეგლები, არამედ მთლიანად დასახლებები — ზემო სვანეთის 42 სოფელი, ქალაქ-გეგმარებით ძეგლადაა აღიარებული. ასევე სვანეთის ძეგლთა შენარჩუნების მიზნით 1970 წელს ნაკრძალად გამოცხადდა მესტიის უბანი ლაღამი, ხოლო 1971 წელს შიქმნა უშგულ-ჩაჟაშის ნაკრძალი.

© ვახო ნავერიანისვანური კოშკი
სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
სვანური კოშკი

საქართველოს მთავრობის ნომინაციის საფუძველზე, 1996 წლიდან უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში UNESCO —ს მსოფლიო მემკვიდრეობის საუკეთესო ძეგლთა ნუსხაშია შტანილი. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვთარებამ ბოლო დროს სვანეთში თანამედროვე ტენდენციები შემოიტანა, შეუცვალეს სახე მის გარკვეულ ნაწილს… მოგეხსენებათ, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვანი საფრთხეები ახლავს თან, რაც ისტორიული ლანდშაფტის, კულტურული პეიზაჟის, ტრადიციებისა და უძრავი ძეგლების ცვლილებაში ვლინდება. დრო აჩვენებს რას დაიტოვებს სვანეთი, რას შეისიხლხორცებს და რას შეცვლის.“

© ვახო ნავერიანიღამის განათება მეტ იდუმალებას მატებს სვანურ კოშკებს
ღამის განათება მეტ იდუმალებას მატებს სვანურ კოშკებს - Sputnik საქართველო
ღამის განათება მეტ იდუმალებას მატებს სვანურ კოშკებს

სვანური საცხოვრებელი უნიკალურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 2011 წელს, ვერონაში ჩატარებული ქვის არქიტეტურისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონკურსზე, როდესაც გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წარდგინებით, „ხალხური არქიტექტიურის“ ნომინაციაში გრან-პრი მოიპოვა. 


ყველა ახალი ამბავი
0