პოლიციელებმა ბათუმის ქუჩები გაწმინდეს

© МВД Грузииშსს-ს თანამშრომლებმა ბათუმის ქუჩები თოვლისგან გაწმინდეს
შსს-ს თანამშრომლებმა ბათუმის ქუჩები თოვლისგან გაწმინდეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელი ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდით სამუშოებში ჩაერთო.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს პოლიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ხუთშაბათს ბათუმის ქუჩების თოვლისაგან გაწმენდის პროცესში ჩაერთო. 

უამინდობამ საქართველოში პრობლემები 19 იანვრიდან შექმნა. დიდთოვლობის, ლიპყინულისა და ცუდი ხილვადობის გამო, დროდადრო შეზღუდვები წესდება  ტრანსპორტის გადაადგილებაზე როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე შიდა გზებზე. 

© აჭარის მთავრობამოხალისეები ბათუმის ქუჩებს წმენდენ
მოხალისეები ბათუმის ქუჩებს წმენდენ - Sputnik საქართველო
მოხალისეები ბათუმის ქუჩებს წმენდენ

„თოვლის გამო ქალაქ ბათუმში გადაადგილება გართულებულია. შს მინისტრის დავალებით, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ქალაქის ქუჩების გაწმენდის აქციაში. იწმინდება როგორც საავტომობილო გზები, ასევე ტროტუარები“, — დაწერა  შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ კახაძემ შსს-ს ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. 

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ბათუმის ქუჩების გაწმენდის პროცესში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მიიღო მონაწილეობა.  


ყველა ახალი ამბავი
0