თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. 29 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4971 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 ლარით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 4,2 %-ით დაეცა.
2016 წელს ეროვნულმა ბანკმა სამი აუქციონი გამართა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი დაცემას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ 29 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,7206 GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,5791 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4971 GEL
თურქული ლირა 1 – 0,8385 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,2730 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5658 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,1068 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 0,9949 GEL