პარიზის აეროპორტში აშშ-იდან გამოგზავნილ ტვირთში ბომბის მულაჟი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიპარიზის პოლიციის თანამშრომელი
პარიზის პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
FedEx-ის თანამშრომლებმა აშშ-იდან ტუნისში მიმავალი კონტეინერი გახსნეს და აღმოაჩინეს ხრახნებითა და ჭანჭიკებით სავსე ქვაბები და მასთან დეტონატორის მსგავსი მოწყობილობა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ამერიკის საფოსტო სამსახურის FedEx-ის თანამშრომლებმა პარიზის შარლ დე გოლის სახელობის რუასის აეროპორტში აშშ-დან გამოგზავნილი კონტეინერი აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტები იყო, იუწყება ხუთშაბათს სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი გასულ პარასკევს, 22 იანვარს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, FedEx-ის თანამშრომლებმა აშშ-დან ტუნისში მიმავალი კონტეინერი გახსნეს და აღმოაჩინეს ხრახნებითა და ჭანჭიკებით სავსე ქვაბები და მასთან დეტონატორის მსგავსი მოწყობილობა.

საფოსტო სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის ხელმძღვანელობას „უშუალო საფრთხის“ შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს. ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოსაჩენად გამნაღმველები გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად მივიდნენ.

მოგვიანებით ანონიმურმა წყარომ აეროპორტის უსაფრთხოების განყოფილებიდან სააგენტოს აცნობა, რომ სინამდვილეში ამ კონტეინერში, რომელიც ტუნისში აშშ-ის საელჩოს ეკუთვნოდა, ყალბი მოწყობილობები იყო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის წვრთნებისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც სააგენტო იუწყება, ინციდენტმა საფოსტო სამსახურის თანამშრომელთა სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც ისინი ასეთი სახის ტვირთის შესახებ არავის გაუფრთხილებია.


ყველა ახალი ამბავი
0