საქართველოში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზით დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქე დაკავების პროცესში ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თბილისი, 28 იანვარი  - Sputnik. სამართალდამცველებმა 1988წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქის ნატალია ბ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ დიდი რაოდენობა აღმოუჩინეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური

ნატალია ბ.-ს ავტომობილი პატრულის ეკიპაჟმა ბაკურიანი-ბორჯომის ტერიტორიაზე გადაადგილებისას  გააჩერა.

ნარკოშემოწმებისას დაკავებულს დაუდასტურდა ნარკოტიკის მოხმარება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანა, შენახვა, დამზადება, გავრცელების“ მუხლითაა აღძრული.

უკრაინის მოქალაქეს 7-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0