საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონკურსის „ევროკავშირის 2015 წლის ჯილდო ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყოველწლიურ ჟურნალისტიკურ კონკურს აცხადებს. ევროკავშირის აღნიშნული ჯილდო, პროფესიული, მიუკერძოებული და ინფორმაციული ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად გაიცემა.
პრემიები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულთ: „საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭვდით ან ინლაინ მედიაში“, „საუკეთესო საგამოძიებო ტელე-რადიო სიუჟეტი“, „საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი“, „ყველაზე ინფორმატიული ონლაინ მედიასაშუალება“, „საუკეთესო დოკუმენტური ფოტო“.
კონკურსზე სულ 170-ზე მეტი ნაშრომი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელშიც რიგი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები შევიდნენ.