თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ტერორიზმის საფრთხე პანკისის ხეობიდან არ მოდის, განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამსაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხე პანკისის ხეობიდან არსად გამქრალა, რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურისახელმწიფო“ ამ ტერიტორიას საწვრთნელად, დასასვენებლად და თავისი რეზერვების შესავსებად იყენებს.
„არავითარი საფრთხე პანკისში არ არის… პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე რა იქნება. ჩვენი ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობა ამის დასტურია. ჩვენს ქვეყანაში ასეთ პროვოკაციებს ვერავინ მოაწყობს. და საქართველოში დღეს არ არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც რაიმენაირი ფორმით წამოეგება ამ პროვოკაციას“, — თქვა ხიდაშელმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა.
საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50-მდე ქართველი მონაწილეობს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი, საქართველოს მკვიდრია, რომლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.