თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. 28 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4985 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 ლარით შემცირდა და წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 4,2 %-ით დაეცა.
2016 წელს ეროვნულმა ბანკმა სამი აუქციონი გამართა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი დაცემას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ 28 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,7159 GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,5751 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4985 GEL
თურქული ლირა 1 – 0,8335 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,1771 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5545 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,1283 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 1,0062 GEL