დეპუტატი: ჯანელიძეს ლავროვთან მოლაპარაკებებისათვის საკმარისი კომპეტენცია არ აქვს

© facebook.com/mfageorgiaმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს არ აქვს საკმარისი კომპეტენცია იმისა, რომ მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს არ აქვს საკმარისი კომპეტენცია იმისა, რომ მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თვლის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობიდან ნუკრი ქანთარია. 

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამსაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიზესტან შესახვედრად და ასევე არ გამორიცხა პერსპექტივაში კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. 

"შეხვედრა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის", — განუცხადა ქანთარიამ ჟურნალისტებს ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

სერგეი ლავროვის პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
ლავროვმა მომავალში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა არ გამორიცხა

34 წლის მიხეილ ჯანელიძეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი 2015 წლის 21 სექტემბრიდან ეჭირა. მანამდე 4 წლის განმავლობაში — 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. 2009 — 2011 წლებში — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;  2009 — შ.პ.ს. “ჯანელიძე და კომპანია”, პარტნიორი;  2007 — 2009 — შპს “ველლაჯიო”, ვისოლ ჯგუფი, მმართველი დირექტორი; 2007 — 08.2007 — ვისოლ ჯგუფი, პროექტის მენეჯერი; 2006 — 2007 — შპს “საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისი”, ბიზნესის განვითარების მენეჯერი; 07.2003 — 02.2004 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი  სპეციალისტი.


ყველა ახალი ამბავი
0