აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა

© Flickr / Stefano Bologniniვულკანი აზერბაიჯანში
ვულკანი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში, ჰაჯიქაბულის რაიონში,ვულკანი აჰთარმა–ფაშალი ამოიფრქვა. ამოფრქვევა დილამდე გრძელდებოდა. ამოტყორცნილი ცეცხლის სვეტის სიმაღლე 30–35 მეტრს აღწევდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანში, ჰაჯიქაბულის რაიონში, ვულკანი აჰთარმა–ფაშალი ამოიფრქვა, — იუწყება "Sputnik აზერბაიჯანი" სააგენტო „აზერი პრესზე“  დაყრდნობით.  

ამოფრქვევა სამშაბათს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. 

აღნიშნული ვულკანი ერთ–ერთი ყველაზე დიდია აზერბაიჯანში. იგი ქალაქ შირვანიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარეობს, 35 კმ–ს დაშორებით. 

ვულკანის ამოფრქვევისას ამოტყორცნილი ცეცხლის სვეტის სიმაღლე 30–35 მეტრს აღწევდა. 


ყველა ახალი ამბავი
0