თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო", პორტალის ქართულ და რუსულ ვერსიებზე ინფოგრაფიკის ფორმატში წარმოგიდგენთ წამყვან ქართველ ლეგიონერებს, რომლებიც ევროპისა და რუსეთის საფეხბურთო კლუბებში თამაშობენ. "Sputnik საქართველოს" ვერსიით, ტოპ-8–ს პირველი სამეულში შევიდნენ: ჯაბა კანკავა, გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი. წარმოდგენილი რეიტინგი მოიცავს როგორც ლეგიონერთა პირად მონაცემებს, მათ მიერ სხვადასხვა კლუბებში ჩატარებული მატჩებისა და ასევე გატანილი გოლების რაოდენობას, ისე საერთაშორისო საფეხბურთო ბაზარზე მათი სატრანსფერო ღირებულების ცვალებადობას. ქართველი ლეგიონერების მიერ გამართულ შეხვედრებს შორისაა რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატები.
ქართველი ლეგიონერების ტოპ–8 წარმოდგენილია სარედაქციო პროექტის ფარგლებში "ქართული ფეხბურთის სადაგი დღეები ევროპაში", რომელიც მოიცავს: ქართველი ფეხბურთელების ევროპულ და რუსულ კლუბებში გამოსვლის სრულ სტატისტიკას, მატჩების შედეგებსა და გოლების ავტორებს, მწვრთნელებისა და ტავად ფეხბურთელების კომენტარებს. "Sputnik საქართველო", ევროპის ამა თუ იმ ჩემპიონატის ყოველი ტურის შემდეგ აქვეყნებს შემაჯამებელ მასალას იმ მატჩების შედეგების შესახებ, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტი "ქართული ფეხბურთის სადაგი დღეები ევროპაში" ასევე მოიცავს სპორტული ბატალიების ყველაზე ელვარე ფრაგმენტების ფოტოლენტას.
"Sputnik საქართველო" აპირებს, თავად მკითხველს შესთავაზოს საუკეთესო ქართველი ლეგიონერების გამოვლენა და ტოპ–ის ფორმირება. ამ მიზნით თებერვლის დასაწყისში პორტალ "Sputnik საქართველოს" ორივე ვერსიასა და ასევე "ფეისბუქის" გვერდზე გამოკითხვა დაიდება.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო — მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ახალი ამბების ლენტები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. სააგენტოს მულტიმედიური კონტენტი და რადიოპროგრამები 30 ენაზე გადაიცემა.