თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს საარჩევნო სისტემის შეცვლისათვის აუცილებელია დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში ე.წ. შერეული სისტემაა: საქართველოს პარლამენტი 77 დეპუტატისაგან შედგება, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა და 73 დეპუტატი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. ოპოზიციამ არა ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.
„ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი საზოგადოების ყველა ფენასთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. პირობა, რომ ცვლილებები გაკეთდება, მიცემული არ ყოფილა, ეს არის ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, მე მექნება კონსულტაციები გუნდთან. ეს გუნდის მისაღები გადაწყვეტილებაა“, — განაცხადა პრემიერმა.
2016 წლის სემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. პარტიები 50 სადეპუტატო მანდატისათვის იბრძოლებენ.