თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. 27 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4984 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 ლარით შემცირდა და წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 4,2 %-ით დაეცა.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო.
2016 წელს ეროვნულმა ბანკმა ორი აუქციონი გამართა და 40 მილიონი დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის მიერ 27 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,7060 GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,5480 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4984 GEL
თურქული ლირა 1 – 0,8269 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,1255 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5518 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,1355 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 1,0066 GEL