პრემიერი: "ისლამური სახელმწიფოს" მომხრეებს საქართველოში ციხე ელოდებათ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო სწავლებები პანკისში
სამხედრო სწავლებები პანკისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს პანკისის ხეობიდან წასული 50-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის და მათ შემოსვლაზე ქვეყანაში უმკაცრესი კონტროლია დაწესებული.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პანკისის ხეობის მცხოვრებთ, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული, საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელოდებათ, უთხრა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

ასეთი კომენტარი გაუკეთა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, იმაზე, რომ პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე მოდის. ლავროვის თქმით,  ტერორისტები ამ ძნელად მისადგომ ტეროტორიას იყენებენ იმისათვის, რომ იქ გაიწვრთნან, დაისვენონ და შეავსონ თავისი მარაგები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა
 

არანაირი ტერორიზმის რისკი ამ რეგიონიდან არ მოდის, იქიდან არის რამდენიმე ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს. პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“  მხარეს პანკისის ხეობიდან წასული 50-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. გარდა ამისა ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი — თარხან ბათირაშვილი, იგივე უმარ აშ-შიშანი, რომლის დაღუპვის შესახებ განცხადება არა ერთხელ გაკეთდა, ასევე საქართველოს მკვიდრია. 


ყველა ახალი ამბავი
0