ჯაფარიძემ პედრო აგრამუნტს ობიექტურობისაკენ მოუწოდა

© Игорь Кушнир / გადასვლა მედიაბანკშითედო ჯაფარიძე, არქივის ფოტო
თედო ჯაფარიძე, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უგულავას საქართველოში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად და საქართველოში არავინ დგას სამართალზე და კანონზე მაღლა, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს  საქართველოში სიტუაციის შეფასებისას ობიექტურობისაკენ მოუწოდა.

გუშინ არგამუნტმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება რომელთა შორისაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც არის, საქართველოს ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს. გიგი უგულავა სასჯელს სახელმწიფო თანხების გაფლანგვისათვის იხდის, თუმცა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წევრიც გიგი უგულავა იყო, თვლის რომ უგულავას პატიმრობა პოლიტიკური დაკვეთაა. 

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ერთი ქართველი (უგულავა, რედ.შენ.) თქვენს გამოსვლაში და მას „პოლიტიკური პატიმარი“ უწოდეთ. ამ დროს, ამ პირს საქართველოში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად. საქართველოში არავინ დგას სამართალზე და კანონზე მაღლა“, — ციტირებს ჯაფარიძის სიტვებს პარლამენტის პრესსამსახური. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა აგრამუნტს სთხოვა არ ისაუბროს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, განსაკუთრების წინასაარჩევნო პერიოდში. 

ევროპის პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია გამოაქვეყნა

„ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ინტერესები, სიმპათიები და სისუსტეები. მაგრამ ეს ხომ ჩვენი პირადი საქმეა. პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ ლიდერებს, პრეზიდენტებს და ვიცე პრეზიდენტებს გააჩნიათ მანდატი და მოვალეობა: ემსახურონ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ჩვენ აქ, საპარლამენტო ასამბლეაში სწორედ ამისათვის ვართ არჩეულები! ამიტომაც, გთხოვთ ნუ შეაფასებთ და განსჯით ქვეყნებს პირადი წარმოდგენების საფუძველზე. გთხოვთ დაეყრდენით ზუსტ ფაქტებს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომლის წევრია გიგი უგულავა, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ გაერთიანებაში შედის, რომლის წარმომადგენელიც არის აგრამუნტი. 


ყველა ახალი ამბავი
0