კვირიკაშვილი: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ლარის კურსის გასამყარებლად

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილის თქმით, ლარის კურსის ვარდნა მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეულმა დევალვაციამ განაპირობა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რათა ეროვნულ ვალუტაზე, ლარზე საგარეო ფაქტორების ზემოქმედება შეასუსტოს, — განუცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 26 იანვრისთვის ლარის გაცვლითი კურსი დაადგინა: 1 აშშ დოლარი=2,4923  ლარი, რაც ისტორიული მინიმუმია. წლის დასაწყისიდან ლარის კურსი დოლართან მიმართებით 4%-ით დაეცა.

გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
ქადაგიძე ირწმუნება, რომ ლარის კურსი უახლოეს პერიოდში სტაბილური გახდება
 

„ის რაც დღეს არის დევალვაცია, პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო. ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია, არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია, თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება შევამცროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან ლარის კურსი 2,4499 GEL/$1-მდე დაეცა. ეროვნული ბანკი, ქადაგიძისგან ცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებას შეუდგა. გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ სავალუტო აუქციონზე თითქმის 87 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რამაც ლარის კურსის 2,39 GEL/$1-მდე გაზრდას შეუწყო ხელი. 2016 წელს ეროვნულმა ბანკმა ორი აუქციონი გამართა და 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0