საქართველოში ევროკავშირის დახმარების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

© photo: Sputnikპლაკატი
პლაკატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს, რა პროექტებში მონაწილეობს და როგორ ეხმარება ქვეყანის განვითარებას ყველა სფეროში.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დოკუმენტურ ფილმს ამზადებს იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელებას და როგორია მისი როლი ყველა სფეროში ქვეყნის განვითარებაში.

 „ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომლის მიზანია ხაზგასმით აღნიშნოს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს, რა პროექტებში მონაწილეობს და რამდენად ეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებას ყველა სფეროში. მოსახლეობას არა აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარებას ვიღებთ ევროკავშირისგან და ეს ფილმი ამის გამოსწორებაში დაგვეხმარება“, — განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

მინისტრის აპარატში აღნიშნეს, რომ ფილმს ქართული მხარე იღებს, ხოლო ეთერში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს გავა.

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. დოკუმენტის რატიფიკაცია მოახდინა ევროკავშირის ყველა წევრმა- ქვეყანამ, საქართველოს პარლამენტმა და ევროპარლამენტმა.

ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0