თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებასთან ღია დიალოგისთვის მზადაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
საქართველოში მმართველობის სისტემის რეფორმის განხორციელება იგეგმება, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ითვალისწინებს, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩვენი სურვილია რომ საქართველოში მმართველობა უფრო გამჭვირვალე იყოს. მსურს რომ ჩვენ ღიად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია. და ამ პროცესებში არასამთავრობოების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
მალე მინისტრები საქართველოს ხელისუფლების მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ.