თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. 26 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4923 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0229 ლარით შემცირდა.
ქართული ვალუტა ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. წინა მინიმუმი 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა და იგი 2,451 GEL/$1 —ს შეადგენდა.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო.
2016 წელს ეროვნულმა ბანკმა ორი აუქციონი გამართა და 40 მილიონი დოლარი გაყიდა.
წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 4 %-ით დაეცა.
ეროვნული ბანკის მიერ 26 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,6974 GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,5528 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4923 GEL
თურქული ლირა 1 – 0,8275 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,1408 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5622 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,1261 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 1,0070 GEL