გარდაიცვალა ბრიტანელი, რომელიც ანტარქტიდის მარტო გადაკვეთას ცდილობდა

© photo: Sputnik / Tarasov / გადასვლა მედიაბანკშიანტარქტიდა, არქივის ფოტო
ანტარქტიდა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა შველის შესახებ შეტყობინება თავისი მოგზაურობის 71-ე დღეს გამოაგზავნა. ამის მიზეზი ძლიერი გაუწყლოება და ორგანიზმის დაუძლურება გახდა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ბრიტანელი მკვლევარი  ჰენრი უორსლი (Henry Worsley), რომელიც მარტო ცდილობდა გადაეკვეთა ანტარქტიდა, გარდაიცვალა ისე რომ საბოლოო მიზნამდე სულ რაღაც 50 კილომეტრი ჰქონდა დარჩენილი,  წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Guardian- ზე დაყრდნობით. 

გამოცემის მონაცემებით, ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა შველის შესახებ შეტყობინება თავისი მოგზაურობის 71-ე დღეს გამოაგზავნა. ამის მიზეზი ძლიერი გაუწყლოება და ორგანიზმის დაუძლურება გახდა. პარასკევს 55 წლის უორსლი ჩილის ქალაქ პუანტა-არენას-ის საავადმყოფოში ჩაიყვანეს, სადაც მას ბაქტერიული პერიტონიტის დიაგნოზი დაუსვეს. მას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ კვირას მოგზაური გარდაიცვალა. 

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩემი მეუღლე ჰენრი უორსლი ორგანოების სრული ფუნქციონალური უკმარისობისაგან გარდაიცვალა“, — განუცხადა გაზეთს უორლის მეუღლემ ჯოანამ. 

გამოცემა იტყობინება, რომ ბრიტანელის მოგზაურობა რთულ მეტეოროლპგიურ პირობეში მიმდინარეობდა. ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუს ყინვამდე ჩამოდიოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0